რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელმაც მშობლების სასტიკი მკვლელობის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა - ექიმის კომენტარი

რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელმაც მშობლების სასტიკი მკვლელობის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა - ექიმის კომენტარი

წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ზუგდიდის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამაკაცი პოლიციამ სახლის მახლობლად ტყეში ხეზე ჩამოკიდებული აღმოაჩინა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

"პაციენტი საშუალოზე მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს ჩვენთან. ეტაპობრივად კონტაქტზეც გამოდის. მამაკაცი მედიკამენტების ქვეშ იმყოფება და შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება", - განაცხადა ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.

როგორც "ინტეპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, 1981 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მშობლებს - 1931 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს და 1931 წელს დაბადებულ რ.გ.-ს თავისა და კისრის არეში ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება.

წაიკითხეთ: "მშობლებს ნაჯახით თავი მოაჭრა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა" - წალენჯიხაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი