ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ელით თავბრუდამხვევი რომანი 2016 წლის მიწურულს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ელით თავბრუდამხვევი რომანი 2016 წლის მიწურულს

პლანეტები, ისევე როგორც ჩვენ, ადამიანები სტატიკურად არასოდეს დგანან. ისინი იცვლებიან, თანაარსებობენ, ზოგჯერ კონფლიქტშიც შედიან, ან პირიქით ერთიანდებიან და გაერთიანებული ძალით გვჩუქნიან ჩვენ - ადამიანებს პოზიტიურ მოვლენებს. ამიტომაც არის, რომ მიმდინარე ტრანზიტები და პლანეტების ზოდიაქოს ნიშანში გადანაცვლება, სხვადასხვა ტიპის მოვლენებს ააქტიურებს ამა თუ იმ კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში. დღეს წინასაახალწლო პერიოდზე გვინდა გესაუბროთ და იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება მიმდინარე პერიოდი რომანტიკულად დატვირთული და სასიყვარულო მოულოდნელობებით აღსავსე.

მშვილდოსანი - გამომდინარე იქედან, რომ მზე ნოემბრის შუა პერიოდიდან მშვილდოსნის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს დეკემბრის შუამდე სამყარო აუცილებლად აჩუქებს შანს საიმისოდ, რომ უკვე არსებულ ურთიერთობებში მეტი კონკრეტიკა შეიტანონ. ეს ნაკლებად არის ახალი სასიყვარულო კავშირების წამოწყების პერიოდი, იმიტომ, რომ მშვილდოსნის ზოდიაქოს ამ ეტაპზე მკაცრი სატურნი უდგას კვალში, ის კი თავის მხრივ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მეტ სტაბილურობასა და წინდახედულებას ავალდებულებს ყველაფერში, მათ შორის პირად და სასიყვარულო კავშირებში. შესაბამისად, მშვილდოსნებმა ხელები უნდა დაიკაპიწონ და დეკემბერში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეუდგნენ პარტნიორულ ურთიერთობაში.

მორიელი - ნოემბრის მიწურული მორიელებს მათთვის საყვარელი დრამატული ისტორიების სიუხვესა და სასიყვარულო კავშირებში ტემპერატურის მაქსიმალურად მაღალ ლეველს ჰპირდება. ეს ის პერიოდია, როცა შესაძლებელია შემთხვევით სექსუალური კავშირები სერიოზულ თავის ტკივილად და სასიყვარულო სამკუთხედის მიზეზად იქცეს ბევრი მორიელის ცხოვრებაში. შესაბამისად, იმ მორიელებს, რომელთაც უკვე ჰყავთ შერჩეული ცხოვრების თანამგზავრი ასტროლოგები სახიფათო ექსპერიმენტებისაგან თავის მაქსიმალურად შეკავებისკენ მოუწოდებენ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს