მამუკა გორგოძე - ვიდრე ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ

მამუკა გორგოძე - ვიდრე ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ

ვიდრე ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ, - ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ სამოასთან გუშინ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა გორგოძემ აღნიშნა, შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გაიმართება.

"გაოცებული ვარ მსაჯობით. საფრანგეთში სხვანაირად მსაჯობენ. დღეს რომ ყოფილიყო ფრანგი მსაჯი, ალბათ 1-2 მომენტში სამოელებს ყვითელ ბარათებს მისცემდა და თამაში სულ სხვანაირად წარიმართებოდა. შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გვაქვს. შოტლანდია ყოველთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. უდავოდ ფავორიტები არიან და რთული მატჩი გველოდება, თუმცა არაფრის დათმობას ვაპირებთ, ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ", - განაცხადა გორგოძემ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, ოღონდ არა მათი გულის მოსაგებად. ასეთი მატჩების დროს მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება და ეს იგრძნობა კიდეც. იაპონიასთან მარცხის მერე, ქალაქში გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, არაუშავს ბიჭებოო. ვიდრე ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ", - განაცხადა გორგოძემ.

ქართველმა მორაგბეებმა გუშინ სამოა ანგარიშით 20:16 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნები" წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი