ირმა ინაშვილი - არ გამოვრიცხავ, მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი არ დავუჭიროთ

ირმა ინაშვილი - არ გამოვრიცხავ, მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი არ დავუჭიროთ

საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ალიანსმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი არ დაუჭიროს.

როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "პატრიოტთა ალიანსი" სამთავრობო გუნდის მხარდაჭერის დროს ძალიან კრიტიკული იქნება.

"არის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურა, რომელსაც შესაძლოა მხარი დავუჭიროთ, თუმცა არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს არ დავუჭერთ. ვიცი, რომ ერთად უნდა ვუყაროთ კენჭი, თუმცა მხარდაჭერა შეიძლება განცხადებებით გამოიხატოს. საერთო გადაწყვეტილებაზე შევთანხდებით. არ გამოვრიცხავ, რომ მხარი არ დავუჭიროთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა და დასძინა, რომ განსაკუთრებით მძაფრი შეკითხვები ეკონომიკური გუნდის მიმართ არსებობს იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც ქვეყანაში არსებობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."