"კიბო ყველაზე მეტად ემუქრებათ მათ, ვინც ბევრს ნერვიულობს და ქანცის გაწყვეტამდე შრომობს" - ექიმთა დასკვნები

"კიბო ყველაზე მეტად ემუქრებათ მათ, ვინც ბევრს ნერვიულობს და ქანცის გაწყვეტამდე შრომობს" - ექიმთა დასკვნები

ამ სიტყვის ხსენებაზეც კი ბევრ ჩვენგანს ჟრუანტელი უვლის. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ადამიანებს ყველაზე მეტად ამ სნეულების ეშინიათ. მათ აფრთხობს ტკივილი და ტან­ჯვა და, რაც ყველაზე მთავარია - ავადმყოფობის შეუქცევადობა, გარდაუვალი დასასრული, რასაც იგი იწვევს. "კიბო" კვლავინდე­ბურად განაჩენივით ჟღერს, თუმცა დიდი ხანია ასე აღარ არის: ონკოლოგიურ დაავადებებს წარმატებით მკურნალობენ მთელ მსოფლიოში.

ჩვენ საკუთარი შიშის ტყვეობაში ვიმყოფებით და ვერც ვაცნობიერებთ, რომ ამით ისევ ამ მძიმე სენს ვიზიდავთ, კიბოს წამალი კი თავად ჩვენშია... რიგი ექიმების აზრით, კიბო გა­ნაწყენებულთა ავადმყოფობაა, თუმცა, ცხადია, ამ თვალსაზრისს ყველა როდი იზიარებს. ანდა როგორ უნდა დაე­თანხმო, როდესაც იგებ, მაგალითად, ხუთი წლის გოგონას შესახებ, რომელიც ჰემობლასტოზით იტანჯება? ბავშვები ყველაზე მეტად სისხლმბადი ორგანოე­ბის კიბოთი სნეულდებიან. მაგრამ რას ნიშნავს "ყველაზე მეტად?" სტატისტი­კის მიხედვით კიბოთი 450-დან ერთი ბავშვი შეიძლება დაავადდეს. შედარ­ებისთვის: პნევმონიაზე მოდის ბავშვთა სიკვდილიანობის საერთო რაოდენობის 19%, ხოლო ბანალური დიარეა, რასაც ხშირად სერიოზულად არც აღვიქვამთ, პატარების 18%-ს იწირავს. რა თქმა უნდა, კიბოთი გატან­ჯული ბავშვების მშობლებს ეს მონა­ცემები ვერ დაამშვიდებს, მაგრამ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი...

იმაზე, რომ კიბო სულაც არ გახლავთ ისეთი საშინელი და იმდენად გავრცელებული დაავადება, როგორც ხშირად ჰგონიათ, რომ იგი საკმაოდ "დემონიზირებულია" და სწორედ ამიტომ არის სახიფათო. არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ უამრავი ადამიანი მხოლოდ იმის გამო არ იტარებს სამედიცინო გამოკვ­ლევებს, რომ მას შესაძლოა კიბო აღმოაჩნდეს და ურჩევნიათ არაფერი იცოდნენ, ვიდრე "განწირულის" დაღი ატარონ.

ამასთან, მოზრდილ მოსახლეობაში სიკვდილიანობის 50-55% გულსისხლ­ძარღვთა დაავადებებზე მოდის. კიბო საიქიოში სამჯერ ნაკლებს ისტუმრებს - სულ 17%-ს, მაგრამ ვის ახსოვს ეს? ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოთ­ვალეს, რომ თუკი, ბოლოს და ბო­ლოს, კიბოს წამალს გამოიგონებენ და ეს დაავადება არსებობას შეწყვეტს, კაცობრიობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი წლით გაიზრდება, მაგრამ თუ ზედმეტი წო­ნის პრობლემას გადაწყვეტენ, ადა­მიანები მთელი ოთხი წლით უფრო მეტ ხანს იცოცხლებენ! აქედან კი რა გამოდის? ის, რომ კიბო არც ისე სა­შიშია, როგორც მას ხატავენ...

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კიბოს წამალი უკვე არსებობს. უბრალოდ, ექიმები და ფარმაცევტები უმალავენ მას მოსახლეობას, რათა ზღაპრული მოგება არ მოაკლდეთ, ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალო­ბა ხომ ძალზე ძვირი ჯდება. მაგრამ საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ, არა­ვითარი შეთქმულება არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს კიბოს უნივერსალური წამალი. ეს დასახ­ელება ხომ ავთვისებიან წარმონაქმნთა ორასზე მეტ სახესხვაობას აერთიანებს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს