ბაგრატიონის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბაგრატიონის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპული დაახლოებით 20 წლამდე ასაკისაა და სავარაუდოდ, სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგადაა გარდაცვლილი.

ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

იხილეთ პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დილით ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა და შემდეგ მეეზოვეებს დაუძახა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, ისინი გარდაცვლილ მამაკაცს არ იცნობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია