საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩის მახლობლად, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, ცხედარი დანაწევრებულია და ჩანთაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, აწ გარდაცვლილი ამავე ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ის ხშირად სვამდა. მათივე ცნობით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
იხილეთ ვიდეო