"პრიმადონას წვეულება" - პრეზიდენტის ოჯახი და ცნობილი ქართველები ლელა წურწუმიას საღამოზე

"პრიმადონას წვეულება" - პრეზიდენტის ოჯახი და ცნობილი ქართველები ლელა წურწუმიას საღამოზე

22 ნოემბერს ქართული ბომონდი ლელა წურწუმიას კონცერტზე შეიკრიბა.

ქართული ესტრადის ვარსკვლავი მსმენელს იშვიათად ანებივრებს კონცერტებით, ამიტომაც ცნობილი სახეები მოუთმენლად ელოდნენ ლელა წურწუმიას მოსმენას. ამჯერად, კონცერტი კლუბ "ოტიუმში" შედგა და მას ცნობილი მომღერლები, მსახიობები, დიზაინერები და პრეზიდენტ მარგველაშვილის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო წვეულებიდან

ლელა წურწუმიამ ერთი სიმღერა პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთადაც  კი შეასრულა.

წვეულებაზე ასევე იყვნენ: რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე, დათუნა სულიკაშვილი, ბესარიონი, ოთო ნემსაძე და სხვა ცნობილი სახეები. კონცერტზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ანა მარგველაშვილი, მამულიჩა და ანრი ჯოხაძე ავრცელებენ. ანრი ჯოხაძემ წურწუმიას კონცერტზე ნინი ბადურაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო ასე დაასათაურა: "პრიმადონას წვეულება"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება