2017 წლის ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზი - გაიგე რას გიმზადებს ცეცხლოვანი მამლის წელიწადი

 2017 წლის ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზი - გაიგე რას გიმზადებს ცეცხლოვანი მამლის წელიწადი

2017 წელი ცეცხლოვანი მამლის წელია. გაიგეთ პირველმა, რა გელით ზოდიაქოს მიშნის მიხედვით.

ვერძი

მაიმუნმა ხშირად მოგიწყოთ გამოცდა. აინტერესებდა, როგორ გაუმკლავდებოდით უცნაურ სიტუაციებს და რამდენჯერ შეძლებდით "წყლიდან მშრალად გამოსვლას"... უნდა გაგახაროთ, რომ ცხოვრებისეული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ. მამლის წელიწადში შრომის შედეგს მიიღებთ. ის გულუხვად დაგაჯილდოებთ, თუ წელსაც ბეჯითად იშრომებთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან, რომლებიც ხელს გიშლით განვითარებაში. გახსოვდეთ, მამალს უყვარს ენერგიული ადამიანები, რომლებიც დასახული მიზნების მისაღწევად იბრძვიან.

კურო

2017 წელი უამრავი საქმიანი ხელშეკრულების გაფორმებასა და სარფიან შემოთავაზებებს გპირდებათ. რა თქმა უნდა, კარიერული წინსვლისთვის შრომა მოგიწევთ, მაგრამ არ გაგიჭირდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმა და გამარჯვების მიღწევა. აგრეთვე, დადებითი მომენტებით აღსავსე იქნება თქვენი პირადი ცხოვრებაც. სიურპრიზები გელით სასიყვარულო სფეროში. მზად იყავით პოზიტიური ცვლილებებისთვის.

ტყუპი

წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებული სიფრთხილე და დაკვირვებულობა გმართებთ. არც ერთი ნაბიჯი და არც ერთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ აწონ-დაწონვის, გააზრების გარეშე. წლის მეორე ნახევარში, როცა საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაუმკლავდებით, დრო ოჯახსა და ახლობლებს უნდა დაუთმოთ. მარტოხელა ტყუპს სასიყვარულო თავგადასავლებით მდიდარი წელი ელის.

კირჩხიბი

მამლის წელიწადში საშუალება მოგეცემათ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი თქვენთვის სარგებელს მიიღებთ. საშუალება მოგეცემათ, წარმატებით დაასრულოთ ის, რაც წინა წელს დაიწყეთ. მზად იყავით იმისთვის, რომ 2017 წელს გახშირდება შორეული ნათესავების ვიზიტი. ახლო ნათესავების მიმართ კი მეტი მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ.

ლომი

სიფრთხილე და დაკვირვებულობა უნდა გახდეთ თქვენი დევიზი 2017 წელს. ეცადეთ, გააანალიზოთ თითოეული ნაბიჯი და არ მიუშვათ სიტუაცია თვითდინებაზე. მთელი წლის მანძილზე მოგიწევთ მშვიდობიანად მოაგვაროთ ურთიერთობები, აწარმოოთ მოლაპარაკებები. მოერიდეთ საქმეების სკანდალურად გარჩევას; იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ. განსაკუთრებული წარმატება გელით უძრავი ქონებით ვაჭრობის სფეროში  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს