ნინუა და ცაბაძე თანამდებობებზე აღადგინეს

ნინუა და ცაბაძე თანამდებობებზე აღადგინეს

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, - სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, თანამდებობებზე აღადგინეს. უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის სერგო ნინუასა და სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ცაბაძის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა ვიცე-პოლკოვნიკების - სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მოთხოვნით 16 ნოემბერს დაიწყო.

"მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ მედიაში გაჟღერებული ბრალდება, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეები 2012 წლის არჩევნების წინ ძალისმიერი მეთოდებით ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, არ დასტურდება. მოკვლევისას გამოიკითხნენ მედიაში გაჟღერებული ფაქტების მონაწილე პირები: "ინფო-9"-ის ოპერატორი, იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც 2012 წელს ვიცე-პოლკოვნიკები სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე მეთაურობდნენ და თავად ხსენებული ოფიცრები. გამოკითხულთაგან არცერთმა დაადასტურა მედიაში, კონკრეტული პირის მიერ გავრცელებული ბრალდება. შესაბამისად, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა აღდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, გიორგი ცაბაძე კი - ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე