ძლიერი შტორმი ქობულეთის სანაპიროზე

ძლიერი შტორმი ქობულეთის სანაპიროზე

ქობულეთში, სანაპირო ზოლზე, 3-4 ბალიანი შტორმია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, წყალმა დატბორა და დააზიანა სანაპირო ზოლზე არსებული ურნები და სკამები.

"მოსახლეობას არავითარი საშიშროება არ ემუქრება. ამ ეტაპზე მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია.

ადგილზე იმყოფებიან და 24 საათიან რეჟიმში მუშობენ გამგეობის შესაბამისი სამსახურები, - განაცხადა გამგებელმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს დილით ქობულეთში ძლიერმა ქარმა 4 ხე წააქცია. ერთი ხე მიკროავტობუსს დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი