როგორ გამოიყურება ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი წუხანდელი შტორმის შემდეგ

როგორ გამოიყურება ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი წუხანდელი შტორმის შემდეგ

წუხანდელმა ძლიერმა შტორმმა ქობულეთის და ბათუმის სანაპირო ზოლი დააზიანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ქობულეთში შტორმი აღარ ფიქსირდება და სიწყნარეა, თუმცა, სანაპირო ზოლს სერიოზული დაზიანება მიადგა.

"დაზიანებულია სანაპირო ზოლი, სკამები. ახლა გავდივართ შესაბამის სამსახურებთან ერთად, რომ ავიღოთ დაზიანებული სკამები. შემდეგ ტექნიკა დაგვჭირდება, რადგან ქვიშით დაფარული მწვანე საფარი გასაწმენდია", - აღნიშნა გამგებელმა.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, მისი განმარტებით, ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთის მიმდებარე სოფლებში საერთო ჯამში 50 ოჯახია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, თუმცა მათ ელექტრომომარგება დღესვე აღუდგებათ.

რაც შეეხება ბათუმს, ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და სასეირნო ბილიკები. დღეს დილიდან იქ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მოინახულა.

ქობულეთისა და ბათუმის სანაპირო ზოლზე წუხელ 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. წყალმა დატბორა და დააზიანა სანაპირო ზოლზე არსებული ინფრასტრუქტურა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია