მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი - როგორ იშოვა 17 წლის ბიჭმა მილიონები

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი - როგორ იშოვა 17 წლის ბიჭმა მილიონები

ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვა, 26 წლის ამერიკელი ჯონ კოლისონი დასახელდა.

"ფორბსის" რეიტინგის თანახმად, ონლაინ-სერვის Stripe-ის თანადამფუძნებლის ქონება 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჯონთან ერთად, ამავე რეიტინგში მესამე პოზიციაზე დასახელდა მისი ძმა 28 წლის პატრიკ კოლისონი, რომლის ქონებაც ასევე 1,1 მილიარდი დოლარია.

ძმებმა 2007 წელს, მაშინ როცა ჯონი 17 წლისაც არ იყო, სამშობლოში, ირლანდიაში დააფუძნეს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Shuppa. მათი კომპანია მოგვიანებით შეერწყა Auctomatic-ს, რომელიც eBay-ის პლატფორმისთვის მუშაობდა. 2008 წელს Auctomatic 5 მილიონად იქნა შეძენილი, მაშინ ჯონ კოლისონი მხოლოდ 17 წლის იყო.

2009 წელს ჯონმა ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. იგი ბიზნეს-საქმიანობასთან ერთად პიანისტი და პილოტია.

Self-made მიალიარდერების რეიტინგში მეორე ადგილი ერგო "სნაპჩეტის" თანადამფუძნებელს, 26 წლის ევან შპიგელს, რომელიც მხოლოდ ორი თვით არის უფროსი ჯონ კოლისონზე  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს