ტრამპი ობამაზე - მე მომწონს ის, მე მიყვარს მისი იდეების მიღება

ტრამპი ობამაზე - მე მომწონს ის, მე მიყვარს მისი იდეების მიღება

მე მომწონს ის, მე მიყვარს მისი იდეების მიღება. ბევრ რამეში მისგან განვსხვავდები, ძალიან განვსხვავდები. ბევრ შემთხვევაში საპირისპირო მხარეს ვართ, - განაცხადა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამაზე საუბრისას ტელეარხ NBC-ის თოქ-შოუში.

მისივე თქმით, ერთ-ერთი თანამდებობის პირის დანიშვნისას ყური უგდო აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას რჩევას. "ვიტყოდი, რომ ვიღებ მის რეკომენდაციებს ძალიან სერიოზულად და ერთ შეთხვევაში თანამდებობაზე დავნიშნე ადამიანი, რომელზეც ბარაქ ობამა დიდი წარმოდგენის იყო", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპი ობამას თეთრ სახლში არჩევნების მოგებიდან მეორე დღეს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ის ბარაქ ობამას პოლიტიკას აკრიტიკებდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"