საგარეო უწყება - ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას

საგარეო უწყება - ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების გამო, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში, Vodafone Arena-სთან ორი აფეთქება წუხელ მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 38 და დაშავდა 160-მდე ადამიანი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."