"რადგან ფერადკანიანია, ყველა უწყებამ "დაგვიკიდა" - 25 წლის ნიგერიელი ფეხბურთელის ქართველი მეუღლე დახმარებას ითხოვს

"რადგან ფერადკანიანია, ყველა უწყებამ "დაგვიკიდა" - 25 წლის ნიგერიელი ფეხბურთელის ქართველი მეუღლე დახმარებას ითხოვს

25 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი იფანი ემანუელ ანიგბელ დახმარებას ითხოვს. მას სამი კვირის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაციის გასაკეთებელი თანხა კი არ აქვს. მისი მეუღლე ამბობს, რომ დაფინანსებაზე მის ქმარს უარს იმის გამო ეუბნებიან, რომ ის ფერადკანიანია. Ambebi.ge მაკა ნეფარიძეს ესაუბრა.

- ჩემი მეუღლე 25 წლის ფეხბურთელია, 4 წელია საქართველოში ცხოვრობს, სამი თვის შვილი გვყავს. სამი კვირის წინ დაუდგინდა ქვედა ყბის ძვლის სიმსივნე, ნეკნიდან უნდა ამოუღონ ცოცხალი ძვალი და ჩაუდონ ყბაში. გამოკვლევები გაკეთებულია, უბრალოდ თანხა არ გვაქვს საოპერაციოდ. ამისთვის 10 000 ლარია საჭირო. მას მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს საქართველოში, მაგრამ გამგეობამ უარი გვითხრა დაფინანსებაზე, მერიამ - ერთ კვირაში იქნება პასუხიო, ჯანდაცვის სამინისტრომ კი 9 იანვრამდე ვერ განვიხილავთო. 9 იანვრის შემდეგ კი ან დაგვაფინანსებენ ან არა. პრეზიდენტთანაც დავწერეთ განცხადება. ჩვენთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია, ასეთ მდგომარეობაში მაქსიმუმ 5 დღეში აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო ოპერაციას, ჩვენ კი არ ვიცით დაგვაფინანსებენ თუ არა.

- ფიქრობთ, რომ რადგან ნიგერიელია თქვენი მეუღლე იმიტომ ეუბნებიან უარს დაფინანსებაზე?

- რადგან ჩემი ქმარი ფერადკანიანია ამიტომ დაგვაიგნორა და "დაგვიკიდა" ბევრმა უწყებამ. სხვა შემთხვევაში დაგვაფინანსებდნენ. მისთვის ყველა დღე მნიშვნელოვანია, რადგან პირის ღრუში წარმოქმნილი წამონაზარდი სასუნთქ გზებზე ეფარება.

დახმარების მსურველებისთვის განხსილია ანგარიში: "თიბისი ბანკი" GE47TB7679545061100012 მაკა ნეფარიძე

ტელეფონი 551-147-621

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"აჭარა უკვე წითელი ზონაა, დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო" - როგორ აფასებს მარინა ეზუგბაია ქვეყნის ეპიდმდგომარეობას

"21 აჭარაში გამოვლინდა, 5 კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება" - ინფორმაცია 45 ახალი ინფიცირებულის შესახებ

ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?