"ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს იუბილეს

"ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს იუბილეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს 43 წლის გახდა. ექსმინისტრს იუბულეს მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ელოცავს.

"ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა. ერთმა ჭკვიანმა ქალმა მითხრა, ქალს აქვს უფლება ყველაფერი შეეშალოს, იმის გარდა, შვილებს ვისგან აჩენსო. კმაყოფილებით აღვნიშნავ, - რა, რა და ეს მთავარი საკითხი ნამდვილად არ შემშლია. ძველი მისალოცი სტატუსი შემახსენა ცუკერმა, ჯერ კიდევ პოლიტიკაში რომ იყო და მძინარე მზეთუნახავივით დაძინებას ვითხოვდი. რა კარგია, რომ არაფერია მუდმივი. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც მას არჩევნებზე ენდო და ხმა მისცა, ვინც მე მენდო, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო ადამიანს ვთავაზობდი და ჩემი ხათრით მისცა ხმა, - არაფერია ადამიანების ნდობაზე ძვირფასი. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც არც მას და არც მე არ გვენდო და მის ქართული პოლიტიკიდან გაძევებას შეუწყო ხელი, რითაც ერთობ დამეხმარა, ჩემი ოჯახის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე აღარ იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ნებისმიერი მოქალაქისაა. ირაკლის კი მინდა ვუსურვო ყველა სიკეთე და წარმატება ახალ გზაზე", - წერს ფანჯიკიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი