"თვითმფრინავი ნაკუწებად დაიშალა, რადგან ჰაერშივე აფეთქდა" - რუსი ავიაექსპერტების ვერსიები სოჭის კატასტროფაზე

"თვითმფრინავი ნაკუწებად დაიშალა, რადგან ჰაერშივე აფეთქდა" - რუსი ავიაექსპერტების ვერსიები სოჭის კატასტროფაზე

სოჭში დაკარგული ლაინერის მგზავრების ძებნითი ღოსძიებები გრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში პირველი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელიც რუსული თვითმფრინავი "ტუ-154-ის" კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ნეშტითაა დატვირთული. ამ ეტაპზე ნაპოვნია ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა 11 ცხედარი, მათგან ერთი იდენტიციფრება უკვე მოხდა. დანარჩენი ცხედრების ამოცნობის მიზნით, მათი ნათესავებისგან ექსპერტები ბიომატერიას იღებენ.

ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ლაინერის ავიაკატასტროფისას დაღუპულ ზოგიერთ პირს სამაშველო ჟილეტი ეცვა, უწყება აღნიშნულ ინფორმაციას ჭორსა და დეზინფორმაციას უწოდებს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, "ტუ-154-ის" თვითმფრინავის ბორტზე ტერორისტულ თავდასხმას მთლიანად გამორიცხავს. ფედერალური გამოძიება კატასტროფის გამომწვევ ოთხ ძირითად ვერსიაზე მუშაობს; ესენია, - ძრავაში უცხო ობიექტის, სავარაუდოდ, ჩიტების გუნდის მოხვედრა, უხარისხო საწვავი, მფრინავის შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა...

თუმცა, რუსი სამხედრო ექსპერტებისა და სპეციალისტების თქმით, ძალზე საეჭვოა ის ფაქტი, რომ ოფიციალურმა უწყებამ რატომღაც თავიდანვე გამორიცხა ტერორისტული აქტი და დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციაზე დაუწყო საუბარი...

ანდრეი კრასნოპეროვი, მფრინავი-ინსტრუქტორი:

- ასეთი მკვეთრი დაცემა, ასე ახლო მანძილიდან ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საფრენ ობიექტში რაღაც ფეთქდება... ეს კატასტროფა ძალიან მაგონებს, შარმ-ეშ-შეიხის შემთხვევას, როდესაც რუსი ტურისტებით სავსე სამოქალაქო ლაინერი ჩამოვარდა. რუსეთის ხელისუფლებამ მაშინაც კატეგორიულად უარყო ტერაქტის ვერსია, თუმცა, შემდეგ იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ აფეთქება მოხდა ბორტზე... იმ ოთხივე ვერსიის შემთხვევაში, რაზეც ხელმძღვანელობა ასე თავგამოდებით განიხილავს, მფრინავს ძალიან მშვიდად შეეძლო ინფორმაციის გადაცემა და სიგნალის მიღება, რაც არ მოხდა... გარდა ამისა, თვითმფრინავი ზღვაში მთელ მდგომარეობაში რომ ჩავარდნილიყო, ასე ნამსხვრევებად კი არ იქცეოდა, ჩაიძირებოდა და ამის შემდეგ დაიშლებოდა. ის კი ნაკუწებად დაიშალა, რადგან ჰაერშივე აფეთქდა. ნაპოვნია ადამიანის ცხედარი, რომელსაც თვითმფრინავის ნამსხვრევებისგან მიყენებული, სპეციფიური ჭრილობები ეტყობა... ეს ყვლაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ ის ჰაერში აფეთქდა, ნამსხვრევებად დაიშალა და შემდეგ ჩაცვივდა ზღვაში... სავარაუდოდ, ვიღაცამ იცოდა, რომ ავიალაინერი სირიაში მიფრინავდა და შესაძლოა, რომელიღაც მუსიკოსს რომელიმე ინსტრუმენტში ასაფეთქებელი ჩაუდეს...

ვადიმ ლუკაშევიჩი, ავიაექსპერტი: - "ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ლაინერი ჰაერშივე აფეთქდა. თუ ეს ასეა, მაშინ ეს იყო ტერაქტი. შეუძლებელია, პილოტირების დროს დაშვებული შეცდომის გამო თვითმფრინავი ჰაერში აფეთქებულიყო. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, "შტოპორი" უნდა გაეფუჭებინათ, ანუ საუბარია, განსაკუთრებით კრიტიკული ფრენის რეჟიმზე, რომლის მოშლაც ძალიან რთულია... თავიდანვე საეჭვოდ მომეჩვენა, ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მაშინვე, ვიდრე თუნდაც რაიმე დეტალი გაირკვეოდა, დაიწყო ტერაქტის გამორიცხვა, - მან განაცხადა, რომ "ტუ-154" მორალურად დაძველებული მანქანაა.

როდესაც სინაიში "აირბუსი" ააფეთქეს, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ეს იყო ტერაქტი. დაზვერვაც იტყობინებოდა, რომ ის ააფეთქეს, მაგრამ ჩვენ მთელი ორი კვირა თავს ვისულელებდით და რაღაცაც მივედ-მოვედებოდით... ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, თუ დამტკიცდება, რომ ეს არის ტერაქტი, ეს არის პასუხი ალეპოზე. დღევანდელი კონტექსტის გამოცნობა პრობლემას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ წინ გვიდევს თურქეთში ჩვენი ელჩის მკვლელობის სამწუხარო ფაქტიც... ასევე, უკვე ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს თავდაცვის სამინისტროში... როდესაც ტექნიკურ გაუმართაობაზე საუბრობენ, ეს კითხვებს აჩენს, თუნდაც იმიტომ, რომ აფრენიდან 7 წუთში თვითმფრინავი საკმაოდ სიმაღლეს აღწევს, მაგრამ ის რომ პირდაპირ ჩამოვარდნილიყო, მისი ნაწილები ამხელა რადიუსზე ვერ გაიფანტებოდა. ისინი კი, ლაინერის აფრენის სიმაღლისთვის სრულიად შეუსაბამო მანძილზეა გაფანტული...

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ტექნიკური გაუმართობის დასახელება საფუძველსმოკლებულია, - რატომ მოძვრა თვითმფრინავს "შასი?" (თვითმფრინავის ბორბლები, რომლებიც საჭიროა აეროდრომზე მოძრაობისთვის, ასაფრენად და დასაჯდომად) ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოსძვრეს, თუკი პილოტი გადაწყვეტდა დაჯდომას და მის "აწევას" ვერ მოასწრებდა. თუმცა, 7 წუთი საკმარისი დროა და შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია, მფრინავებს მისი "აწევა" ვერ შესძლებოდათ. თუ შასი აკეცილი არ ექნებოდათ, ისინი ამას დისპეჩერს შეატყობინებდნენ. რაც შეეხება, ძრავში ჩიტების გუნდის, მოხვედრას - ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მწყობრიდან ერთდროულად ორი-სამი ძრავი გამოვიდეს, მაგრამ ისინი იმ დისტანციაზე მიფრინავდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ნამდვილად ჰქონდათ" - განმარტავს ავიაქსპერტი.

ლალი პაპასკირი

ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე