თურქეთი ამერიკულ ბაზა "ინჯირლიკს" დახურავს?

თურქეთი ამერიკულ ბაზა "ინჯირლიკს" დახურავს?

ბოლო ხანებში, თურქეთის ხელისუფლებაში ძალიან ხშირად საუბრობენ ინჯირლიკის საჰაერო ბაზის დახურვაზე. თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას, რომელიც სირიის საზღვართან მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო-საჰაერო ბაზაა, შესაძლოა, უფლებამოსილება შეუჩერონ. ამის შესახებ, 5 იანვარს თურქეთის ვიცე-პრემიერმა ვეისი კაინაკმა უკვე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზა "ინჯირლიკს" კოალიაცია იყენებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მათი მოკავშირე სირიელ ქურთთა რაზმები ხმელეთზე ებრძვიან ექსტრემისტულ დაჯგუფებას. თუმცა, თურქეთი "ტერორისტებად" თვლის კოალაციის მოკავშირე ქურთებს, რადგან მიიჩნევს რომ მათ გარკვეული კავშირები აქვთ ქურთ სეპარატისტთა ჯგუფებებთან, რომლებმაც განახორციელეს სისხლიანი თავდასხმები თურქეთში და ეს პროცესი, თურქეთის უსაფრთხოების ძალების ძალისხმევის მიუხედავად, აღკვეთოს ტეარქტები,  გრძელდება.

"თავის დაბრმავება შედეგს ვერ მოგვიტანს... აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ მეტად მნიშვნელოვან თემაზე, რომ თურქ ხალხს კითხვები აქვს ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ნატოელი მოკავშირეების ყოფნასთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს საკითხი მთავრობის დღის წესრიგში დგას. რა თქმა უნდა, აუცილებელია გადაიხედოს საერთაშორისო შეთანხმებები. ღიად ვამბობთ: თუ ვაღიარებთ, რომ არსებობს ტერორისტული ორგანიზაცია, ყველამ ერთად ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ. თუ ერთად არ იბრძვით და ბრძოლის ველზე ჩვენ ვიბრძვით, წინააღმდეგობებს მაინც ნუ შეგვიქმნით. ამერიკის პოზიცია კი, გაურკვეველია და უამრავ კითხვას აჩენს" - განაცხადა ვეისი კაინაკმა ერთ-ერთ თურქულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

თავის მხრივ, ინჯირლიკის ბაზის შესაძლო გაუქმებას, უკვე მოჰყვა ამერიკისგან გამოხმაურება. პენტაგონმა ინჯირლიკის ბაზას ფასდაუდებელი უწოდა. "ჩვენ გაოცებული ვართ, ოფიციალური ანკარის უარყოფითი მიდგომით, ინჯირლიკის სამხედრო ბაზის გაქირავებისთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებს როგორც ამერიკა, ისე და კოალიციის ძალები" - განაცხადა სირიაში მოქმედი კოალიციური ძალების პრეს წარმომადგენელმა, ამერიკელმა პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა, რომლის თქმითაც, ინჯირლიკის სამხედრო ბაზას ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს კოალიციის მხრიდან სირიაში და ერაყში წარმატებით წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლაში. მისივე თქმით, იქიდან აფრენილი თვითმფრინავები ბომბავენ როგორც სირიაში და ერაყში მოქმედი ტერორისტების სამიზნეებს, ასევე სადაზვერვო ფრენებს და ლოგისტიკურ დახმარებებსაც ახორციელებენ.

პენტაგონის ოფიციალური ინფორმაციით, დეაშის წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ კარგად იცის ინჯირლიკის ფასი და მისი წვლილი ანტიტერორისტულ ბრძოლაში, რისთვისაც დიდად მადლობელნი არიან ოფიციალური ანკარისა და იმედოვნებენ, რომ კოალიცია აღნიშნულ ბაზას შემდეგშიც გამოიყენებს.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის მთავრობაში აქტიურად განიხილება ბაზის დახურვის ან გაქირავების თემა. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადეს, რომ კოალიცია არ ეხმარება ანკარას სირიაში წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლაში , რის გამოც, სრულიად ლოგიკური იქნება, თუ დღის წესრიგში ინჯირლიკის სამხედრო ბაზის დახურვის საკითხი დადგება.

თავის მხრივ, თურქეთის უსაფრთხოების ძალების განაგრძობენ ტერორისტული აქტების აღკვეთასა და უკვე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული ამდიანების გამოვლენას და მათ დასჯას.

იზმირის პროკურატურის მოთხოვნით, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი კიდევ ხუთი პირი დააკავე, - ოთხი მათგანი პოლიციის სკოლის კურსანტია, სადაც თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილი მევლუთ ალტინტაში სწავლობდა. მეხუთე დაკავებული კი, სულეიმან ერგენია, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, ისლამის მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის აქტივისტია.

გამოძიების ვერსიით, ის სტუდენტებს არესებული ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განაწყობდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში და ნაქირავებ ოთახში ჩატარებული ჩხრეკისას ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" და ფეთულა გიულენის წიგნები იპოვეს.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ჯონ კერისთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის უკან მქადაგებელი და ისლამური სამყაროს გავლენიანი საზოგადო მოღვაწე, ფეთულა გიულენი დგას.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე