მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა: ადამიანს დამატებითი ორგანო აქვს, რომლის შესახებაც აქამდე არ ვიცოდით

მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა: ადამიანს დამატებითი ორგანო აქვს, რომლის შესახებაც აქამდე არ ვიცოდით

ირლანდიელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჯორჯალი, იგივე პერიტონეუმის ფურცელი (დუბლიკატურა), რომლის მეშვეობითაც მუცლის ღრუს შინაგანი ორგანოები ემაგრება მუცლის ღრუს კედლებს, ცალკე ორგანოა და არა ფრაგმენტული ნაწილი, როგორც ეს დღემდე ითვლებოდა.

ვიდეო| როგორ გამოიყურება ორგანო, რომელზეც აქამდე არაფერი გვსმენია

ამ აღმოჩენამ შესაძლოა, შექმნას ჯორჯალის სფეროს ახალი მეცნიერება და დაეხმაროს ექიმებს მუცლის ღრუს დაავადებების უკეთ გაგებასა და მკურნალობაში.

"ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ორგანო, რომელზეც დღემდე არ ვიცოდით, რომ ორგანო იყო", - ამბობს ლიმერიკის უნივერსიტეტის ქირურგიის პროფესორი კელვინ კოფი. მკვლევარები ამბობენ, რომ ჯერ ბოლომდე ვერ ხვდებიან ჯორჯალის დანიშნულებას, გარდა იმისა, რომ მას დამაკავშირებელი შრის როლი აკისრია.

მომზადებულია yahoo.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს