რუსეთ-თურქეთი დასავლეთის წინააღმდეგ

რუსეთ-თურქეთი დასავლეთის წინააღმდეგ

საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ცვლილებები ელვის სისწრაფით ხდება, - ნატოს ჯერ კიდევ წევრი თურქეთი, ალიანსის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე რუსეთთან ურთიერთობას, ყოველდღიურად აღრმავებს... რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსეი მეშკოვმა, მოსკოვში, ჟურნალისტებთან საუბარში აღნშინა, რომ თურქეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარებას იქმადე გააგრძელებენ, სანამ იგი ადრინდელ დონეს არ დაუბრუნდება.

"მოსკოვის და ანკარას კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარების მკაფიო მაგალითია სირიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ორი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობა სირიის კრიზისის მოგვარების საკითხში. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთივე აქტიური თანამშრომლობა ვითარდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროშიც. დიალოგი გრძელდება და ეტაპობრივად ჯერ ადრინდელ დონეზე დაბრუნდება, შემდეგ კი, უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება." - განაცხადა მეშკოვმა.

რუსეთთან ურთიერთობის განვითარების შემცველი განცხადებების კვადალდაკვალ, თურქეთში ყოველდღიურად იზრდება ანტიდასავლური განწყობა. ერდოღანის ხელისუფლება განუხრელად განაგრძობს ყველა იმ მედია-ორგანიზაციის შევიწროებას, უმეტეს შემთხვევაში კი დახურვას, ვინც კი დასავლური შეხედულებებს იზიარებს.

გაზეთYeni Şafak-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი იბრაჰიმ ქალინი უარყოფითად მოიხსენიებს ამერიკის არმიის ცენტრალური სარდლობის,CENTCOM-ის მხრიდან გავრცელებული განცხადებას, რომლის თანახმადაც, ისინი უარყოფენ რაიმე კავშირს ქურთულ ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-სა და სირიაში მოქმედ ქურთულ შეიარაღებულ დაჯგუფება PYD-YPG-ს შორის. იბრაჰიმ ქალინის მოსაზრებით, ამერიკას უნდა ესმოდეს, რომ თეთრი სახლის გენშტაბი ქურთი ტერორისტების ლეგიტიმაციას ცდილობს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ასე რომ, დროა, ვაშინგტონმა უტაქტო "ხუმრობებს" თავი დაანებოს." - წერს ის.

ანკარაში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუმ "ფეტოს" ტერორისტული ორგანიზაციის წევრი მაღალჩინოსანი სამხედროების ტერორისტების მიმართ აღმოჩენილი დახმარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ყოველთვის უწევდნენ სადაზვერვო დახმარებას როგორც PKK-ს და DEAŞ-ს, ასევე სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს.

"ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინ, ფეტოელებმა ქურთი ტერორისტები გააფრთხილეს, ტერაქტი ან თავდასხმა არ განახორციელონ იმ სამხედროებზე, რომლებიც სამხედრო პუტჩისთვის ემზადებიან. აქედან ჩანს, რომ ისინი სანდო არიან. ეს არის მზაკვრული და კამუფლაჟირებული ტერორისტული ორგანიზაცია. სამივე მათგანს საერთაშორისო კავშირები გააჩნიათ. ასე რომ, ამ და ბევრი მიმართულებით გვაქვს სამუშაო." - აღნიშნა სოილუმ.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში გამგებლებთან მორიგი შეხვედრისას განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციები მხოლოდ ვიღაც ვიღაცეების შემსრულებელი, მთავარი ბრძოლა კი, მათ დამკვეთებთან უნდა განხორციელდეს. "ისინი, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ თურქეთში გადატრიალების მოწყობა, ფეთულას ტეროროსტული ორგანიზაციის მიერ იყო შეკვეთილი, იმედია, რუსეთის ფედერაციის ანკარის ელჩზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ დარწმუნდებოდნენ, რომ ეს მართლაც ასეა და ისინი ტერორისტები არიან" - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ PYD-ს ტერტორისტულ ორგანიზაცია პკკ-სთან რაიმე კავშირი არ აქვს, რადგან ამაზე ნატოს მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებებიც საუბრობენ.

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთის საჰაერო ფლოტის, THY-ს გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს აანალიზებს და წერს, რომ გასულ წელს შიდა რეისებში მგზავრთა გადაყვანა 3,8%-ით, ხოლო უცხოეთის რეისებში კი 1,5-ით, ე.ი. მთლიანობაში 2.5%-ით გაიზარდა. 2015 წელს მთლიანი რეისების საერთო რაოდენობა 284 იყო, 2016 წელს ეს ციფრი 295 გახდა. ფირმას შარშან წინ 299 თვითმფრინავი გააჩნდა, გასულ წელს ამ ციფრმა 334-ს მიაღწია.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი თურქული საინფორმაციო სააგენტოები, ვინც ჯერ კიდევ ახერხებს აზრის გამოთქმას, წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, კონკრეტულად, მას მერე, რაც ერდოღანმა, გადატრიალების მცდელობის აღკვეთის შემდეგ, ათასობით მაღალჩინოსანი და დაბალი რანგის ადამიანი, ასევე ჟურნალისტები და საგამომცემლოების მფლობელები დააპატიმრა (ეს პროცესი გრძელდება), ტურისტების რაოდენობა შემცირდა. ვითარებას ამძიმებს გახშირებული მასშტაბური ტერაქტები.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე