ბრაზილიის ციხეში ამბოხებულებმა სამ პატიმარს თავი მოაჭრეს

ბრაზილიის ციხეში ამბოხებულებმა სამ პატიმარს თავი მოაჭრეს

ბრაზილიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მესამე მასშტაბური ამბოხება მოხდა. პატიმრებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ნატალში მდებარე "ალკაკუზის" ციხეზე კონტროლი დაამყარეს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ამბოხებულებმა, სულ მცირე, სამ პატიმარს თავი მოაჭრეს.

"გარდაცვლილი ბევრია, მაგრამ ამჟამად ციხეში მოხვედრას ვერ ვახერხებთ", - განმარტა რიუ-გრანდი-დუ-ნორტის შტატის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელმა, მაიორმა ველინგტონ კამილომ.

სამართალდამცველთა მხრიდან მსხვერპლის რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებული არ არის. კამილომ ასევე აღნიშნა, რომ ამბოხების შედეგად გაქცევა ვერც ერთმა პატიმარმა ვერ მოახერხა. მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეღწევას შეეცდებიან. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ციხესთან პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილნი და მოვლენების განვითარებას ელიან.

ციხეში არეულობა შაბათს დაიწყო. ერთ-ერთი ძლიერი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები პატიმართა მეორე ნაწილს დაესხა თავს. ციხიდან აფეთქებისა და სროლის ხმა ისმოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"