გორში 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის ცხედარი დღეს დემოკრატიული მოძრაობის ოფისის ეზოში ნახეს.
არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
qartli.ge-ს ინფორმაციით, შენობის გარეთ დაზიანებულია ავტომანქანაც. კრიმინალისტები შენობის ეზოში მუშაობენ.
გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.