შსს დიაკვან გიორგი ჯახუას სახლიდან მარიხუანას ამოღების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შსს დიაკვან გიორგი ჯახუას სახლიდან მარიხუანას ამოღების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დიაკვან გიორგი ჯახუას სახლის ჩხრეკას ეხება.

შსს მიმართავს ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

"შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქუთაისში, უზნაძის ქუჩაზე, 1967 წელს დაბადებული გ.ჯ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორი ძირი კანაფი ამოიღეს, რომლის საერთო წონა 457,18 გრამია.

ექსპერტიზის დასკვნით, გ.ჯ.- ს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. სამართალდამცველებს აღნიშნული ბინის ჩხრეკისას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ წუთამდე ზემოთ მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მივმართავთ ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შსს მოქმედებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ