170 ათასი მაყურებელი ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ - მომღერალი მათ "მოლაპარაკე ჩუსტებით" პასუხობს

170 ათასი მაყურებელი ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ - მომღერალი მათ "მოლაპარაკე ჩუსტებით" პასუხობს

როგორც აღმოჩნდა, რუს მაყურებელს ადგილობრივი შოუბიზნესის დედოფლის, ალა პუგაჩოვას ცქერა უკვე მობეზრდა და მისი სცენიდან გაყვანა გადაწყვიტა. პეტიციაზე, რომელსაც სათავეში ვადიმ მანუკიანი ჩაუდგა, 170 ათასმა მაყურებელმა საკუთარი უკმაყოფილება გამოხატა და პრიმადონას სცენიდან გასვლა და ახალგაზრდებისთვის ადგილის დათმობა გადაუწყვიტა.

თავად პუგაჩოვა აგორებულ კამპანიას და მის მოთავეს მოსყიდულებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ იცის, მის წინააღმდეგ "შავი პიარი" ვინ დაუკვეთა. თავის მხრივ მანუკიანმა ნებისმიერი სახის დაკვეთა გამორიცხა. მისი აზრით, განსაკუთრებულად აუტანელი საახალწლო კონცერტები იყო, სადაც ყველა არხზე მხოლოდ პუგაჩოვა და მისი მეგობრები გამოდიოდნენ.

ვიდეოში, რომელიც ალა პუგაჩოვამ ამ ამბის შემდეგ მისი მოწინააღმდეგეების მისამართით გაავრცელა, მისი ვარდისფერი ჩუსტები "ლაპარაკობენ".

იხილეთ ვიდეო

"პარიზში ჰკითხეს თურმე, - თბილისიდან ბრძანდებითო? ფრანგულად უპასუხა: - ო, არა, მადამ, ქალაქ ბანძიდან ვარო" - როგორ შეიქმნა ცინუკი დადიანის "მაგნოლია" და "თეთრი ვარდები“

ვარსკვლავების იახტები, თვითმფრინავები და გადაადგილებაში დახარჯული მილიარდები - რა ღირს კომფორტი ჰოლივუდში

მაკა ასათიანის ულამაზესი შვილიშვილის აქამდე უცნობი ფოტოები - ლეას, რომელიც საქართველოში იზრდება, პოპულარულ ბაბუას ამსგავსებენ