"თალიბანი" დონალდ ტრამპს ავღანეთიდან გასვლას ურჩევს

"თალიბანი" დონალდ ტრამპს ავღანეთიდან გასვლას ურჩევს

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ტერორიზმის განადგურებაზე ისაუბრა, "თალიბანმა" მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, გაიყვანოს ავღანეთიდან მისი ჯარი.

თალიბანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს არის "ჭაობი", რომელმაც 15-წლიანი განადგურება და სიკვდილი მოიტანა და რომლის სათავეში ჯერ ბუში იდგა, შემდეგ ობამა...

ის, რომ წინამორბედების მიერ არჩეული გზის გადახვევას ტრამპიც არ აოპირებს, ეს უკვე აშკარაა, - ის ემხრობა იქ აშშ-ის ჯარის ყოფნას. ორი მაღალი რანგის გენერალი, რომლებიც ავღანეთში მსახურობდნენ, უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს თანმდებობაზე დანიშნა. აშშ-ის ახალი პრეზიდენტისადმი თავის ღია წერილში, რომელიც თალიბანის საიტზე გამოქვეყნდა, შეიარაღებული დაჯგუფება მიმართავს ტრამპს, რომ ამერიკამ მას შემდეგ, რაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, 15-წლიანი "ავღანეთში მშვიდობის დამყარებისა და განვითარების პერიოდში", უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც თავად ირჩევს მომავალს და არაფრად აგდებს და მით უფრო არ აღიარებს, მსოფლიო ცივილიზაციას.

"ამ ომის დასრულების პასუხიმგებლობა თქვენს მხრებზეა", - წერია წერილში. თალიბანმა არაერთხელ მოუწოდა აშშ-ს და მისი მოკავშირეებს დატოვონ ავღანეთი და სამშვიდობო მოლაპარაკება ქაბულის მთავრობასთან, სანამ ქვეყანაში უცხოეთის ჯარი იმყოფება გამორიცხა.

2001 წლის 7 ოქტომბერს, 11 სექტემბრის ტერაქტიდან თითქმის ერთ თვეში, ამერიკის და ნატოს სამხედრო ძალებმა ავღანეთში ალ-ქაიდას და თალიბანის წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. ომი კი დღემდე გრძელდება...

2014 წელს ვაშინგტონმა მოკავშირეებთან ერთად ჯარის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გამოიყვანა და ამ ეტაპზე იქ მყოფი ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 8500-სს აღწევს. ბოლო წლებში თალიბანმა კვლავ დაიბრუნა ზოგიერთი არეალი და ახლა ის ავღანეთის ერთ მესამედს აკონტროლებს.

წლების წინ, ვერავინ იფიქრებდა, რომ თალიბანის მთავრობა 10 წლის წინ საოცრად მოკლე დროში დაემხობოდა. 2001 წლის ბოლოს ავღანურმა ძალებმა ამერიკული ავიაციის მხარდაჭერით თალიბანის ქაბულიდან განდევნა შეძლეს. თუმცა, ამის შემდეგ თალიბანის და ალ-ყაიდას ლიდერები თორაბორას მთებში გამაგრდნენ, იქიდან პაკისტანში გადავიდნენ... აღსანიშნავია, რომ ნატოში და კონკრეტულად ავღანეთში, რამდენიმეწლიანა კამპანიას უკვე ბევრი კრიტიკოსი ყავს.

ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ავღანეთზე მეტი ყურადღება დაუთმო. 2009 წელს ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალაც გაიგზავნა. ასევე გაძლიერდა ავღანეთის ადგილობრივი ძალების წვრთნის და მშენებლობის მასშტაბები. დაიწყო უფრო აგრესიული პროგრამები, ისეთი როგორიც არის პაკისტანში უპილოტი საფრენი აპარატების, იგივე დრონების გამოყენება და მათი საშუალებით ტერორისტული სამიზნეების განადგურება.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე