"მაქსიმეს რომ ტვინს "უბურღავენ", ეგრე ვინმემ რომ გამიკეთოს, შეიძლება" წარმოუდგენელი ამბები ჩავიდინო" - გიორგი მახარაძე

"მაქსიმეს რომ ტვინს "უბურღავენ", ეგრე ვინმემ რომ გამიკეთოს, შეიძლება" წარმოუდგენელი ამბები ჩავიდინო" - გიორგი მახარაძე

"მარიამთან ერთად ყველაზე ადვილად ვძლევ პრობლემებს, მასთან სიმშვიდეს ვპოულობ. მარიამი ისეთი უნიკალური "წამალია", ყველა სახის გაღიზიანებასა და ტკივილს რომ ხსნის", - ამბობს მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელიც სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" შესრულებული მაქსიმეს როლით პოპულარული ერთბაშად გახდა. ის მომღერალ მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმარია. მათ საერთო შვილი - ელენე ჰყავთ.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ "გზის" 26 იანვრის ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

- ჩემი გმირი მაქსიმე (სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები")...

- ...საზოგადოებამ კარგად მიიღო. მგონი, თანაუგრძნობენ კიდეც. ნეგატიურ გმირად არ აღიქვამენ. მის მდგომარეობაში შედიან. ზოგი ფიქრობს, რომ ჩამოუყალიბებელი ტიპია. პრინციპში, ასეც არის, მაგრამ ხალხში აგრესიას არ იწვევს. ამ პერსონაჟთან საერთოს ბევრს ვერაფერს ვპოულობ. მანერებით ვგავარ, ხასიათით - არა. ის სუსტია. რეალურ ცხოვრებაში მაქსიმეს ადგილას რომ აღმოვჩენილიყავი, როგორც საჭიროდ ჩავთვლიდი, ისე ვიმოქმედებდი. მაქსიმეს რომ ტვინს "უბურღავენ", ეგრე ვინმემ რომ გამიკეთოს, მის ჯიბრზე შეიძლება, წარმოუდგენელი ამბები ჩავიდინო.

...

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ ერთ ძალიან კარგ გოგოზე, მარიამ ნადირაძეზე. მე და მარიამი ერთად ვცხოვრობთ. ვთვლი, რომ ოჯახის სიმყარისთვის თანაცხოვრების პერიოდის გავლა აუცილებელია.

...

- ჩემი და მარიამის სიყვარულის ამბავი დაიწყო...

- ...თეატრიდან. ჩვენ ჯგუფელები ვიყავით. სტუდენტობის წლებში ვმეგობრობდით. მარიამთან იმ დონეზე ვძმაკაცობდი, რომ მისთვის, როგორც გოგოსთვის, არასდროს შემიხედავს. უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, თითქოს ეს შეკრული ჯგუფი ცოტათი დაიშალა. ყველა ჩვენი გზით წავედით, ერთმანეთთან ბევრ დროს ვეღარ ვატარებდით. მარიამი თავისუფალი თეატრის დასშია. მე სპექტაკლზე - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" მიმიწვიეს და ერთად დავიწყეთ რეპეტიციები. შევამჩნიე, თითქოს გულში რაღაცამ გამკრა. მარიამთან ყოველი შეხვედრისას მქონდა განცდა, თითქოს სხვა ვიღაც გავიცანი. დღეს, როცა ჩემს ჯგუფელ მარიამს ვიხსენებ, ვერ ვაკავშირებ, ეს მარიამი ის გოგო თუ არის, წლების წინ რომ ვმეგობრობდი. შეყვარებულები ვართ ერთმანეთზე. როგორც ურთიერთობის დასაწყისში, მარიამის დანახვისას, დღესაც გული ამოვარდნაზე მაქვს ხოლმე.

თამუნა კვინიკაძე

წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 26 იანვრის ნომერში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება