აჭარაში თოვლის საფარი 45 სანტიმეტრს აღწევს - ზღვისპირეთში 5 ბალამდე შტორმს ელოდებიან

 აჭარაში თოვლის საფარი 45 სანტიმეტრს აღწევს - ზღვისპირეთში 5 ბალამდე შტორმს ელოდებიან

აჭარაში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. თოვლის საფარი ზღვისპირას 30-დან 45 სანტიმეტრამდე აღწევს. როგორც აჭარის საავტომობილო გზების რეგიონული სამსახურის უფროსი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, აჭარაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა. მისივე თქმით, მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა.

"ჩვენი თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ, რათა მოქალაქეებს გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნათ. ნალექი აჭარის დაბლობში 30-45 სანტიმეტრამდე აღწევს. გაწმენდით სამუშაოებთან ერთად ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები გამოიყენონ", - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.

აჭარაში ამჟამადაც თოვს. დღეს კი შავი ზღვის სანაპიროზე, 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს სანაპირო ზოლსა და მაღალმთიან აჭარაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი, მთებში კი, ზვავსაშიშროებაა. პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი 12-17 მეტრი წამში. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აჭარაში თვის ბოლომდე გაგრძლდება.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა