როგორ დავლიოთ ღვინო "მილიარდერივით"

როგორ დავლიოთ ღვინო "მილიარდერივით"

თუ მილიარდერი არ ხართ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლიათ, ალკოჰოლური სასმელი "მილიარდერივით" მიირთვათ... ღვინის ექსპერტი და მწერალი მარკ ოლდმენი თავის მესამე წიგნში, "როგორ დავლიოთ მილიარდერივით" ასეთ ტერმინს იყენებს -"billionaire drinker" ("მილიარდერი მსმელი"). როგორც მწერალი აღნიშნავს, ტერმინი არ გულისხმობს ადამიანს, რომელიც თავს უფლებას აძლევს ყველაზე ძვირადღირებული სასმელი დალიოს. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ აღმოაჩინო ყველაზე გემრიელი სასმელი საუკეთესო ფასად.

ოლდმენის მთავარი დევიზია - "არ არის აუცილებელი ფასი გემოს პროპორციული იყოს". იმისთვის, რომ მიაგნოთ საუკეთესო გემოს თქვენ მიერ განსაზღვრულ ფასად, მისი პირველი რჩევაა, ყიდვის პროცესში ღვინის მწარმოებელი თქვენთვის უცნობი რეგიონი შეარჩიოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაგიმართლოთ კიდეც და ნაპა ველის კაბერნესაც "გამოჰკრათ ხელი". მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია მწარმოებელი და არა რეგიონი. ოლდმენის ერთ-ერთი ფავორიტი Gruet-ია, რომლის ფასიც 13-20 დოლარს შეადგენს. ეს არის ცქრიალა ღვინო, რომელსაც ნიუ-მექსიკოში ფრანგული ოჯახი აწარმოებს. როგორც წიგნის ავტორი წერს, ამერიკული ცქრიალა ღვინო ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე შამპანური.

ექსპერტის მეორე რჩევაა, არჩევანი შეაჩეროთ ღვინოზე, რომლის სახელიც რთულად წარმოითქმის. თუ თქვენთვის არ არის რთული ისეთი დაბრკოლების გადალახვა, როგორიც სახელის სწორად წარმოთქმაა, მაშინ, სასურველია, ასეთი ტიპის სასმელი შეიძინოთ წვეულებისთვის. ვინაიდან ბევრი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია შეფუთვა და მწარმოებელი, მაღაზიები და რესტორნები, როგორც წესი, იშვიათად ყიდიან ისეთ ღვინოს, რომლის დასახელებაც რთულია, რადგან ასეთი ღვინოები ნაკლებად პოპულარულია. გაგრძელება+ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს