"...უთხრეს, ნაშვილები ხარო" - ქუთაისში სამი თვის წინ გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ

"...უთხრეს, ნაშვილები ხარო" - ქუთაისში სამი თვის წინ გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ

ქუთაისელი გელა გოლეთიანისა და ნანული მეგრელის 15 წლის ქალიშვილი, მარი გოლეთიანი 2016 წლის 8 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ერთადერთი შვილის გაუჩინარების შემდეგ ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია. მათ რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის ორგანოებს შვილის მოძებნაში დასახმარებლად, თუმცა, ამაოდ. სასოწარკვეთაში ჩავარდნილი გოგონას დედ-მამა საზოგადოებისაგან ელის დახმარებას, - შესაძლოა, ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ მათი გოგონას მხილველები გამოჩნდნენ და ამას გოგონას გამოჩენაც მოჰყვეს.

ოჯახური ტრაგედიის შესახებ, მარი გოლეთიანის სასოწარკვეთილი დედა, ცრემლების გარეშე ვერ საუბრობს:

ნანული მეგრელი:

- ლაპარაკი ძალიან მიმძიმს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადო შვილის საპოვნელად... ერთადრთი შვილი ისე გავზარდეთ, რომ გვერდიდან არ მოვშორებივარ, ემოციური ბავშვი იყო, პატარას ღამე ოთახში მარტოს შესვლისაც კი ეშინოდა, ამიტომ ერთი ღამეც კი არ დავრჩენილვარ ნათესავებთან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ჩემს შვილთან გამოვრბოდი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი