ბათუმში ახალგაზრდა ქალს ეძებენ: "1 წლის ბავშვი ჰყავს, ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონია"

 ბათუმში ახალგაზრდა ქალს ეძებენ: "1 წლის ბავშვი ჰყავს, ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონია"

ბათუმში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, 18 წლის ქრისტინა ძნელაძე 8 თებერვალს სახლიდან გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. გოგონას ძმის, უჩა ძნელაძის ინფორმაციით, ქრისტინა ბოლოს კამერებმა ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს, ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

უახლესი| ბათუმიდან გაუჩინარებულ 18 წლის გოგონაზე მისი ძმა ალაპარაკდა - რა დააფიქსირეს კამერებმა

"ბათუმში პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ იგი ტაქსიში დაჯდა და ქობულეთის მიმართულებით იმგზავრა. ქობულეთში სადგურში ჩამოვიდა, სადაც ასევე კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

სამართალდამცავები მას 19:00 საათის შემდეგ ეძებენ. ქრისტინა გათხოვილია და ერთი წლის ბავშვი ჰყავს. სამძებრო სამუშაოებში მისი ქმარი ნათესავებთან ერთად აქტიურად არის ჩართული. ოჯახში კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ამ წუთებში მამიდა და ბიძაჩემი გამომძიებელთან იმყოფებიან. არ ვიცი, შესაძლებელია ვიღაცამ გაიტაცა და ველოდებით ზარს. სამართალდამცავები ჯერჯერობით ვერაფერს გვეუბნებიან. გუშინ ჩემი და 15:00 საათზე ქმარმა სახლიდან გამოაცილა, ქალაქში რაღაც უნდა შეეძინა. მე, პირადად, გონიოში ვცხოვრობ, ჩემი და კი ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში იყო გათხოვილი", - აცხადებს უჩა ძნელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია