"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები 50:6 დაამარცხეს!

"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები 50:6 დაამარცხეს!

რუსთავის სარაგბო სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 21:6 მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მალევე, მე-3 წუთზე გიორგი კოშაძის ლელოთი შეძლეს. მერაბ კვირიკაშვილმა უპრობლემოდ გარდასახა - 7:0. მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს - 7:3.

მე-17 წუთზე ამჯერად უკვე ლელო გიორგი ფრუიძემ მიითვალა. კვირიკაშვილმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან გარდასახა და ანგარიში 14:3 გახდა.

28-ე წუთზე გერმანელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 14:6. უკვე 29-ე წუთზე კი კოშაძემ ერთ მომენტში გერმანელი მეტოქე მოძრაობით დააბნია და მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა - 21:6. 47-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გამოიყენა თავის შანსი და ლელო მიითვალა. 56-ე წუთზე კი თავისი ლელო ბექა გორგაძემ დადო. 64-ე წუთზე კი გორგაძემ მეორე ლელოც ჩაიწერა ანგარიშზე

სამწუხაროდ, კვირიკაშვილის სამივე გარდასახვა არ აღმოჩნდა ზუსტი. პირველის შემთხვევაში ბურთი მარჯვენა ძელს მოხვდა. 68-ე წუთზე კი თხილაიშვილმა უკვე მეორე ლელო გაიფორმა და ანგარიში, კვირკაშვილმა კი გარდასახვა ამჯერად ზუსტად შეასრულა და ანგარიში 43:6 გახადა.

ბოლო წუთზე კი ლელოს დადება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შეძლო, რასაც ასევე ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 50:6 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი