24 წლის გიორგი პაპუნაშვილს ჩვენი დახმარება ესაჭიროება - "სანამ თანხას არ დავფარავ, თურქეთს ვერ დავტოვებ"

24 წლის გიორგი პაპუნაშვილს ჩვენი დახმარება ესაჭიროება - "სანამ თანხას არ დავფარავ, თურქეთს ვერ დავტოვებ"

24 წლის გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ არის წასული, საქართველოში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. გასულ წელს მას ექიმებმა რეტროპერიტონულ არეში (მუცლის ღრუ) სიმსივნე დაუდგინეს, რის შემდეგაც ქიმიოთერაპიის კურსებს და ძვლის ტვინის გადანერგვას საჭიროებდა. თურქეთში გიორგის უკვე გაუკეთეს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია, ასევე ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი.

როგორც თავად ამბობს, ამ დრომდე მკურნალობისთვის საჭირო თანხის ნაწილი სახელმწიფომ დაუფარა, ასევე გიორგის დასახმარებლად სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ მისი მეგობრებიც.

"სახელმწიფო დაგვეხმარა, 50 000 ლარი და 10 000 დოლარი ჩარიცხა, გვერდში მიდგანან ჩემი მეგობრებიც, მაგრამ ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციის თანხა 27000 ათასი დოლარი კლინიკაში გადასახდელი გვაქვს, სანამ მკურნალობის ღირებულებას არ დავფარავთ, არც გამოგვწერენ და ვერც თურქეთის საზღვარს დავტოვებ. არადა რაც უფრო დიდ ხანს ვრჩები ჰოსპიტალში ყოველდღიური გდასახადის გამო თანხაც იზრდება, ამ დროს კი უკვე შეიძლება მკურნალობა საქართველოში გავაგრძელო", - აღნიშნა გიორგიმ Ambebi.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოში მკურნალობა მას გაცილებით იაფი დაუჯდება, რაც შეეხება ანკარაში, "ლივ ჰოსპპიტალში" დასაფარ დავალიანებას, აცხადებს რომ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს და მხოლოდ საზოგადოების თანადგომის იმედი აქვს.

გიორგის დახმარების მსურველთათვის გახსნილია სპეციალური ანგარიში საქართველოს ბანკში:

GE67BG0000000138745300;  მიმღები - გიორგის დედა თამარ მეგუთნიშვილი.

ერეკლე ცოცანიძე

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი