აშშ-ის საელჩო - აშშ შეშფოთებით უყურებს "რუსთავი 2"-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს

აშშ-ის საელჩო - აშშ შეშფოთებით უყურებს "რუსთავი 2"-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადება საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა. საელჩოს განცხადებით, აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს თავისუფალი მედია გარემო.

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური", - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ინგლისური ვერსია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი