ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოში მივიდა

ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოში მივიდა

ქიბარ ხალვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს "რუსთავი 2"-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დავაში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით მიმართავს. წერილობითი მოთხოვნა ბიზნესმენმა სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა, სადაც ცოტა ხნის წინ ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მან "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, აღნიშნულ დავაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შესაძლებელია მისი უფლებები შეილახოს და მას სურს, რომ სასამართლომ მისი პოზიციაც მოისმინოს.

"სამართლის საძებნელად მოვედი. უნდა ჩავაბაროთ წერილი თხოვნით, რომ საქმეში მესამე მხარედ ჩაგვრთონ, ჩემი პირადი უფლებების დასაცავად, მათ შორის ქონებრივი უფლებების დასაცავად. დავა არის "რუსთავი 2"-სა და სახელმწიფოს შორის, რომელზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ჩემი უფლებები დააზარალოს. ამიტომ მოვედი ჩემი უფლებების დასაცავად. სულ რაღაც მეორედ ვარ აქ მოსული და ორივეჯერ სააკაშვილის გამო", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით, არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ სტრასბურგში, ამავე პერიოდში იმყოფებიან ქართველი მინისტრები და განმარტა, რომ "ეს უბრალოდ დამთხვევაა".

"2 დღის ინტერვალში იმის შიშით რომ ვინმეს არ დავმთხვეოდი, არ მოვსულიყავი აქ?", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი