აშშ-ის ელჩის კომენტარი "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესებზე

აშშ-ის ელჩის კომენტარი "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა, მიმდინარე მოვლენებს "ძალიან ყურადღებით" აკვირდება.

"ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმის გარშემო სასამართლო პროცესებს იმიტომ, რომ საქართველო, ჩვენი აზრით, არის ძალიან კარგი ნიმუში დემოკრატიის განვითარებისა მთელს რეგიონში. როგორც ყველა სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა არსებობდეს აუცილებელი ინდიკატორები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია მედია პლურალიზმი, თავისუფალი მედია. ეს აუცილებელია დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ნამდვილად გვწამს, რომ საქართველო ამ მიმართულებით განვითარდება", - განაცხადა იან კელიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."