"არაერთხელ ჩვენივე ხელით გვახოცინა ერთმანეთი, ჩვენივე ხელით გადაგვაწვევინა საკუთარი ქვეყანა..." - ნათია ფანჯიკიძე

"არაერთხელ ჩვენივე ხელით გვახოცინა ერთმანეთი, ჩვენივე ხელით გადაგვაწვევინა საკუთარი ქვეყანა..." - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ გარეშე მტერი ყოველთვის ქართველებისვე გამოყენებით ახერხებდა ვითარების არევას საქართველოში:

"მთავრობას არა აქვს უნარი გაიაზროს, რომ ქვეყანას არა სადღაც საზღვრის იქით, არამედ სხეულში შემოჭრილი მტერი ყავს და რომ ეს მტერი ძალიან ყურადღებიანი და თანმიმდევრულია, ეს მტერი არასდროს წყვეტს გარკვეულ ჯგუფებთან და თემებზე მუშაობას. სანამ ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ ან გვძინავს, ნაკვერჩხალს ინახავს, საჭირო დროს გასაღვივებლად. უკვე არაერთხელ ჩვენივე ხელით გვახოცინა ერთმანეთი, ჩვენივე ხელით გადაგვაწვევინა საკუთარი ქვეყანა. რაც ხდება ბათუმში, არ გავს სპონტანურ აფეთქებას. ქართველს როდის იყო ერთი მიზეზი ყოფნიდა გარეთ გამოსასვლელად და თან ასეთი აგრესიული ფორმით. ისეთი შინაარსი გაჩნდა, - თათრებს გვეძახიანო, რომ საფრთხის სუნი დადგა. კაგებეს ჩვეული პრაქტიკაა ქვეყნის შიგნით ბომბების აფეთქება, ერთმანეთს შესევა, თანაც რა დიდი დაკვირვება უნდა, რა ხალისით და იოლად გვძულდება ერთმანეთი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. თვითგანადგურებას მოვეშვათ. თუ მთავრობას არა აქვს ტვინი და არაფერს აკეთებს პრობლემების გადასამუშავებლად, ჩვენ გვქონდეს ტვინი, ყოველ მოქალაქეს. აღარ მივცეთ არავის უფლება, აგვრიონ. გუშინ იყო არჩევნები, გამოგეხატათ მშვიდობიანად თუკი რამე არ მოგწონდათ, საკონსტიტუციო უმრავლესობით რომ მოიყვანეთ იგივე ხალხი და რადგან მოიყვანეთ, მოითმინეთ შემდეგ არჩევნებამდე, აიღეთ თქვენივე გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი, ჯანსაღი პროტესტი არ გვქონდეს, რომლის გარეშეც პროგრესი არ მოდის, ვიბრაზოთ, მოვითხოვოთ, ოღონდ ასე არა, ქვეყნის უსაფრთხოების რისკქვეშ დაყენების ფასად მივიღებთ ახალ უფსკრულს და არა პროგრესს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს