დაასახელეს ტერორიტის ვინაობა, ვინც ლონდონში, უესტმინსტერის ხიდსა და პარლამენტთან თავდასხმა მოაწყო

დაასახელეს ტერორიტის ვინაობა, ვინც ლონდონში, უესტმინსტერის ხიდსა და პარლამენტთან თავდასხმა მოაწყო

ლონდონში, უესტმინსტერის ხიდსა და პარლამენტთან განხორციელებული ტერაქტის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.

სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, ის 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც კენტის საგრაფოში დაიბადა და ბოლო პერიოდში ქვეყნის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობდა.

მასუდი ამ დრომდე ტერორისტებთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა. თუმცა წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი იარაღის უკანონოდ ტარებისა და ძალადობრივი აქტების ჩადენის გამო. პოლიციამ მისი სახელი და გვარი მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

იხილეთ: ტერაქტი ინგლისში - ყველაზე დრამატული კადრები

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"