Financial Times - დონალდ ტრამპს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ერთმანეთში აერია

Financial Times - დონალდ ტრამპს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ერთმანეთში აერია

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ერთმანეთში აერია. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Financial Times ჟან-კლოდ იუნკერზე დაყრდნობით იუწყება.

"სხვათა შორის, დონალდ ტრამპი საერთოდ ვერ ერკვევა ევროპულ საქმეებში. ამასწინათ, ტელეფონზე დონალდ ტუსკს ესაუბრებოდა და ეგონა, რომ ჩემთან საუბრობდა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

მანვე აღნიშნა, რომ "პირველად ისტორიაში შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამერიკის პრეზიდენტი დაინტერესებული არ არის ევროპული საქმეებით".

გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აპრილში ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შეხვდება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"