თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს და ცხედარი მტკვარში გადააგდეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს და ცხედარი მტკვარში გადააგდეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც livepress.ge წერს, მოკლულია ზუგდიდელი ახალგაზრდა ირაკლი უ. მათივე ინფორმაციით, მოკლულის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულის ცხედარს მდინარეში მეხუთე დღეა ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და საქმე უკვე გახსნილია. დაკავებულია ორი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, ერთი პირი "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლითაა დაკავებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მეორეს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია