რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა თბილისსა და რუსთავში

რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა თბილისსა და რუსთავში

ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თბილისის გარკვეული უბნებიდან და რუსთავიდან გამოძახებებმა იმატა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად დაფიქსირდა ვარკეთილში, დიდ დიღომში, გლდანში, ნუცუბიძის პლატოზე და ასევე რუსთავში.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე ხეებიდან ტოტები მოტეხა. ასევე სარეკლამო ბანერები და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია ავტომანქანები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დაშავებულები არ არიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი