აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო

აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო

აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა "ამინისტიის შესახებ" კანონის თანახმად, მას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მოსამართლემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონით, სასჯელის ვადა მასაც შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ აკურის ღვინის ქარხანაზე გამოტანილი განაჩენი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებიდან პირველია, რომელზეც ადეიშვილი გამტყუნდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებდა.

"საფრანგეთში ორივე დაწესებულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის" - დავით ფურცხვანიძე

"ტაჯიკეთის მოქალაქეებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკურად გაუსწორდნენ", - შსს-მ 4 პირი დააკავა

"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი