პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები "ბორჯღალოსნების" ფორმაში - ფოტოები ქუთაისიდან

პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები "ბორჯღალოსნების" ფორმაში - ფოტოები ქუთაისიდან

რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში, ქართველების თამაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის პარლამენტის სასახლეში განაცხადა, სადაც საქართველოში გასამართ მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატთან დაკავშირებით რაგბის მსოფლიო თასი მოიტანეს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს მსოფლიო თასს. ეს ღონისძიება შეიტანს ძალიან დიდ როლს საქართველოში რაგბის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო თვითოეულ იმ ადამიანს, თვითოეულ იმ ორგანიზაციას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. "რაგბი ჩვენი თამაშია" - ეს არ არის მხოლოდ სლოგანი. რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში, ქართველების თამაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წევრის, ვეტერანი რაგბისტის, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, ქართული რაგბის აღმავლობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება.

"საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სასიხარულოა, რომ ვმასპინძლობთ მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს. ეს არის აღიარება მსოფლიო არენაზე. ამაზე თანხმობა 2015 წელს მსოფლიო თასზე მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ მივიღეთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ნაკრები მიაღწევს სასურველ და დასახულ მიზანს",-აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

ვეტერანი მორაგბის, ლექსო გუგავას განცხადებით, პრესტიჟული სარაგბო ჯილდოს ნახვა უნიკალური შესაძლებლობაა.

"წესის თანახმად, როცა ქვეყანა მსოფლიო თასს მასპინძლობს, მსოფლიო თასი გარკვეული პერიოდით ადრე ჩადის ქვეყანაში და იწყებს მოგზაურობას, მოივლის ქვეყნის მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ადგილებს. თასის გაჩერების ერთ-ერთი ასეთი ადგილი საქართველოს პარლამენტია. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო თასი, ასევე ვეტერანი მორაგბეებიც არიან პარლამენტში და ყველას შეუძლია ფოტოს გადაღება და თასის ნახვა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა",-აღნიშნა ლექსო გუგავამ.

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. რაგბის მსოფლიო თასი საქართველოში 17 აპრილს ჩამოაბრძანეს. ჩემპიონატის დაწყებამდე პრესტიჟული სარაგბო ჯილდო საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. აღნიშნული აქციის ფარგლებში, დღეს, რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა რაგბისტებმა რაგბის მსოფლიო თასი საქართველოს პარლამენტის სასახლეში მოიტანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი