გია ვოლსკი - "ღამის მგლების" მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება - ტურები არიან თუ ღამის მგლები, არ გვეკადრება და ყველაფერს ღირსეულად უნდა შევხვდეთ

გია ვოლსკი - "ღამის მგლების" მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება - ტურები არიან თუ ღამის მგლები, არ გვეკადრება და ყველაფერს ღირსეულად უნდა შევხვდეთ

"ღამის მგლების" მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება - ტურები არიან თუ ღამის მგლები - არ გვეკადრება და ყველაფერს უნდა ღირსეულად შევხვდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლკიმ რუსი ბაიკერების, ე.წ. ღამის მგლების საქართველოში ვიზიტზე კომენტირებისას განუცხადა.

ამასთან, დეპუტატი ე.წ. ღამის მგლების ქმედებებს პროვოკაციულად აფასებს.

"ვფიქრობ, მთელი საქართველოს საზოგადოება არის უკმაყოფილო იმით, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ინფორმაცია გააჩნია იმის შესახებ, რომ მათი მოქმედებები პროვოკაციულია, გარკვეულ დაძაბულობას და დაპირისპირებას იწვევს და მაინც არ ეპუებიან განწყობას მასპინძელი ქვეყნის. მაგრამ "ღამის მგლების" მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება - ტურები არიან თუ ღამის მგლები - ჩვენ არ გვეკადრება და ყველაფერს უნდა ღირსეულად შევხვდეთ",- განაცხადა ვოლსკიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."