თელაველი მოქალაქე საკონსტიტუციო კომისიას - "ნუ წაგვართმევთ ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას"

თელაველი მოქალაქე საკონსტიტუციო კომისიას - "ნუ წაგვართმევთ ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას"

თუ ფიქრობთ, რომ თვითმმართველობების გაზრდამ არ გაამართლა, იფიქრეთ იმაზე, რომ კადრებმა არ გაგიმართლათ იმ თვითმმართველობებში და არა თვითონ სისტემამ, - ამის შესახებ თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, მოქალაქე ნოდარ რეჟიშვილმა განაცხადა.

მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და თვითმმართველობების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

"სანამ პარლამენტამდე შემოვა ეს საკითხი, მინდა გთხოვოთ გაითვალისწინოთ, დეცენტრალიზაცია დემოკრატიულ პირობებში არის მნიშვნელოვანი. მოგვეცით უფლება, რომ თელავი ვიყოთ თვითმმართველი ქალაქი. მესმის სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება და თვითმმართველ ქალაქებს მიეცით ეს სტატუსი, თუმცა საბოლოო ჯამში, ამან გაამართლა. თუ ფიქრობთ რომ არ გაამართლა, იფიქრეთ იმაზე, რომ კადრებმა არ გაგიმართლათ იმ თვითმმართველობებში და არა თვითონ სისტემამ", - აღნიშნა რეჟაშვილმა.

ამასთან, როგორც მოქალაქემ აღნიშნა, ის ასევე ეწინააღმდეგება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევასაც.

"ნუ წაგვართმევთ ქართველ ხალხს არჩევის უფლებას. მოგვეცით უფლება ავირჩიოთ პრეზიდენტი და ადგილობრივი ხელისუფლება, მათ შორის მერი", - განაცხადა ნოდარ რეჟიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი