დიმიტრი ქუმსიშვილი - დიმიტრი მედვედევთან არანაირი შეხვედრა არ ყოფილა

დიმიტრი ქუმსიშვილი - დიმიტრი მედვედევთან არანაირი შეხვედრა არ ყოფილა

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა და მხოლოდ საერთო, პროტოკოლური ფოტო გადაიღეს. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტზე ფოტოს გადაღების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"არ ყოფილა არანაირი შეხვედრა. რაც შეეხება ფოტოს, ეს იყო პროტოკოლური ფოტო. ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს",- აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ფოტოს, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი და დიმიტრი მედვედევი გვერდიგვერდ დგანან, საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება მოჰყვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."