რაზე შეთანხმდნენ "დიდი შვიდეულის" ლიდერები

რაზე შეთანხმდნენ "დიდი შვიდეულის" ლიდერები

"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა, იტალიაში მიმდინარე სამიტზე, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

"დიდი შვიდეულის" მიერ ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ ხელმოწერილი დეკლარაცია სოლიდარობის ძლიერი სიგნალია დიდ ბრიტანეთთან ერთად მანჩესტერში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ.

"მინდა ყველა ლიდერს გადავუხადო მადლობა. ჩვენ ერთიანობა ვუჩვენეთ ტერორიზმთან შემდგომ ბრძოლაში და მანჩესტერში მომხდარის შემდეგ ეს არის მეგობრობისა და დაახლოების გზავნილი დიდი ბრიტანეთისადმი. გმადლობთ, ტერეზა", - მიმართა ჯენტილონიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს.

თავის მხრივ ტერეზა მეიმ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ტერაქტის შემდეგ მხარდაჭერისთვის.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"