ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში, რომელიც დედოფალ ელისაბედის სასახლის მახლობლად მდებარეობს

ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში, რომელიც დედოფალ ელისაბედის სასახლის მახლობლად მდებარეობს

"...იმდენად მომწონდა ბაღი, ეზოში ხშირად ჩამოვდიოდი და ულამაზესი ყვავილების მზერით ვტკბებოდი. მეზობლად იტალიელი ოჯახი ცხოვრობს და ოჯახის დიასახლისი სარეცხს რომ ჰფენდა, სულ ჩემი ეზოსკენ იხედებოდა. შემდეგ თვითონაც უამარავი ქოთნის ყვავილები შეიძინა და მანქანით მოზიდა" - ამბობს ქართველი ქალბატონი ელინა დოქერთი, რომელსაც ინგლისში ულამაზესი ბაღი აქვს. იგი თავად გვიამბობს, როგორ მოახერხა ეს საოცარი ბაღი შეექმნა...

- ინგლისში გავთხოვდი და უკვე 17 წელია აქ ვცხოვრობ. ლონდონიდან 20 წუთის სავალი მანძილია ჩვენს ქალაქამდე. ეს გახლავთ ქალაქი ჰატფილდი დიდი ბრიტანეთის ჰარტფორდშირის საგრაფოში... უძველესი ქალაქია, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს! ინგლისის დედოფალი ელისაბედი პირველი აქ დაიბადა და მერეც არდადეგებს ყოველთვის ამ ქალაქში ატარებდა. დღესაც დიდი სამეფო სასახლე დგას, დიდი ბაღით. სასახლე მე-15 საუკუნეში აშენდა...

- გვიამბეთ თქვენს ულამაზეს ბაღზე, რამდენი წლის განმავლობაში იქმნებოდა?

- როდესაც ინგლისში ჩამოვედი, მაშინ დრო არ მქონდა, ბაღის მოწყობაზე მეფიქრა. ჩემს შვილებს შორის განსხვავება მხოლოდ ორი წელია და პატარები რომ იყვნენ, მხოლოდ მათი მოვლით გახლდით დაკავებული... იშვიათად მზესუმზირას, ვარდს და ისეთ მცენარეს თუ ჩავრგავდი ეზოში, რაც უფრო ადვილია გასახარებლად... შემდეგ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, ამ მხარეში გადმოვედით, სადაც ბევრ მეზობელს ჰქონდა ლამაზი ბაღი... მეც გამიჩნდა სურვილი, მქონოდა. სახლს დიდი, მაგრამ მოუვლელი ეზო ჰქონდა. ეს დიდი ეზო სრულიად მარტომ დავალაგე და დავბარე. შემდეგ ჩემი მეუღლეც მომეხმარა, ქვებიანი მიწა ამოვთხარეთ და ახალი მიწა შევიძინეთ... პირველად რამდენიმე ვაშლის და ალუბლის ხე დავრგეთ, გვაქვს მსხალი, ტყემალიც კი იზრდება კუთხეში...

- ინგლისი გამორჩეულია პარკებით...

- დიახ, ნეტავ საქართველოშიც ასე იყოს! ქოთნის ყვავილები ძალიან იაფია და კარგი იქნება, თუ ყველა ეზოში იქნება... ინგლისში ყვავილების თესლი განსაკუთრებულად იაფია, ვიძენდი, ქოთნებში ვთესავდი და ამოდიოდა ულამაზესი ყვავილები... წინ შედარებით პატარა ეზო გვაქვს და იქაც დავთესე, უკანა ეზოშიც და ამდენმა ყვავილმა ეზო საოცრად გაალამაზა... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს