"პალიტრა L"-ის ორგანიზებით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ჯეიმზ ელროის წიგნის "ლოს ანჯელესის საიდუმლოებანი" წარდგენა გაიმართა. წიგნი "პალიტრა L"-ის სერიის ტოპ ტრილერის ფარგლებში გამოიცა და მკითხველს მწერალმა ტორესა მოსიმ და "პალიტრა L"-ის პიარ მენეჯერმა ნათია ზაქრაძემ წარუდგინა.
"ეს წიგნი ეკუთვნის თანამედროვეობის გამორჩეულ მწერალს დეტექტივის ჟანრში. წიგნის სიუჟეტი არის ძალოან ჩახლართული და ფაქტობრივად ფინალის გამოცნობა შეუძლებელია. რაც მთავარია ქართულ ენაზე შესანიშნავად არის ადაპტირებული", - განაცხადა ტორესა მოსიმ.
"ლოს ანჯელესის საიდუმლოებანი" "პალიტრა L"-ის სერიის "ტოპ თრილერის " ფარგლებში გამოვეცით, რომელიც მსოფლიოში ცნობილ დეტექტივებსა და ბესტსელერებს აერთიანებს. პრეზენტაციის ფარგლებში მკითხველს საშუალება ჰქონდათ 50-% იანი ფასდაკლებით შეეძინა წიგნი. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მკითხველზე და საინტერესო წიგნებს ვთავაზობთ", - განაცხადა "პალიტრა L"-ის პიარ მენეჯერმა ნათია ზაქრაძემ.