"პალიტრა L"-ის პროექტი "ლიბერთინსი" 3 წლის გახდა

"პალიტრა L"-ის პროექტი "ლიბერთინსი" 3 წლის გახდა

"პალიტრა L"-ის პროექტი "ლიბერთინსი" 3 წლის გახდა. საიუბილეო თარიღი "ლიბერთინსის" წევრებმა და ახლგაზრდა მკითხველებმა "ესპო ჯორჯიას" საგამოფენი სივრცეში საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.

ღონისძიების ორგანიზატორებმა სპეციალურად დღევანდელი დღისთვის თინეიჯერ მკითხველებს უამრავი სიურპრიზი მოუწყვეს. "ლიბერთინსის" დაბადების დღეზე მისულ მკითხველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გასართობ და შემეცნებით შეჯიბრებებში. ასევე, გაიმართა კონცერტი, ხოლო ღონისძიების დასასრულს გაიჭრა "ლიბერთინსის" გრანდიოზული ტორტი.

"ლიბეთინსი" თინეიჯერული ლიტერატურული პროექტია, რომელშიც ჩართულები არიან თავად მოზარდები. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ "ლიბერთინსი" 3 წლის განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს და სულ უფრო მეტი მკითხველი ჰყავს. ჩვენ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ სიურპრიზს მოვუმზადებთ ჩვენს მოზარდ მკითხველს", - განაცხადა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თიკო ფეიქრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი